ოფიციალურად: გიორგი აბურჯანია “სევილიას” რიგებში ჩაირიცხა
ესპანური “სევილიას” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი და ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი, გიორგი აბურჯანია კარიერას “სევილიას” რიგებში გააგრძელებს.
“დალაქთა” ოფიციალური საიტის ცნობით, თავდაპირველად 21 წლის ნახევარმცველს “სევილია ატლეტიკოს” (მეორე გუნდი) რიგებში მოუწევს საკუთარი ძალების გამოცდა. აბურჯანიამ ესპანურ გრანდთან 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელი “სევილიაში” “ხიმნასტიკიდან” გადავიდა, სადაც მან 16 მატჩის ჩატარება და ორი გოლის გატანა მოასწრო. მანამდე კი ის კვიპროსული “ანართოსისის” რიგებს იცავდა.
El georgiano @GAburjania se convierte en el octavo fichaje del #SevillaAtlético #VamosSAT https://t.co/sbFBWj6gFz pic.twitter.com/93fPkHZjU4
— Cantera Sevilla FC (@CanteraSFC) August 19, 2016