ოფიციალურად: გოგიტა გოგატიშვილი მინსკის “დინამოს” ფეხბურთელია

თარიღი: იანვარი 4, 2017

2017 წელს, ვალერიან გვილიას გარდა, ბელარუსის ჩემპიონატში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი იასპარეზებს.

ოფიციალურად დადასტურდა, რომ სომხური “განძასარის” უკვე ყოფილი ფეხბურთელი, გოგიტა გოგატიშვილი ამიერიდან მინსკის “დინამოში” ითამაშებს.

 

26 წლის თავდამსხმელს სხვადასხვა დროს ნათამაშები აქვს ისეთ გუნდებში, როგორებიცაა: “სტუ” (2011-2013), “სიონი” (2012-2013), “ჩიხურა” (2013-2014), “გაგრა” (2013-2015), “ოდიში” (2014-2015) და უკვე ნახსენები “განძასარი” (2015-2017).

 

მსგავსი სიახლეები