ოფიციალურად: იაკუპოვიჩი “ლესტერის” ღირსებას დაიცავს
“ლესტერ სიტის” ხელმძღვანელები პრემიერ ლიგიდან ახლახან გავარდნილი “ჰალ სიტის” მეკარის, ელდინ იაკუპოვიჩის ტრანსფერს ოფიციალურად ადასტურებენ.
გავრცელებული ცნობების მიხედვით, იაკუპოვიჩმა “მელიებთან” 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
იაკუპოვიჩი პრემიერ ლიგის 2015/16 წლების ჩემპიონების რიგით მესამე შენაძენია ახალ სეზონში. აქამდე “ლესტერმა” ვისენტე იბორასა და ჰარი მაგირეს დამატება მოახერხა.
ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, 32 წლის იაკუპოვიჩმა განაცხადა: “ძალიან კარგად ვიცი, რომ შმეიხელისთვის კონკურენციის გაწევა ადვილი არ იქნება, მაგრამ მე აქ საბრძოლველად მოვედი, მოუთმენლად ველი ჩემს პირველ მატჩს”.