ოფიციალურად: იბრაჰიმოვიჩმა “მანჩესტერ იუნაიტედი” დატოვა

თარიღი: მარტი 22, 2018

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა “მანჩესტერ იუნაიტედი” დატოვა. ფეხბურთელმა და კლუბმა კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს.

თითქმის გადაწყვეტილია, რომ შვედი თავდამსხმელი კარიერას აშშ-ში, “ლოს ანჯელეს გალაქსიში” გააგრძელებს.

“ორი შესანიშნავი სეზონის შემდეგ “მანჩესტერ იუნაიტედის” დატოვებს დრო მოვიდა. მადლობა კლუბს, ფანებს, გუნდს, მწვრთნელებსა და ყველას, ვინც ამ დროის მანძილზე ჩემთან ერთად იყო”, – წერს იბრაჰიმოვიჩი Instagram-ში.

შეგახსენებთ, რომ ზლატანი მანჩესტერულ კლუბში 2016 წელს “პარი სენ-ჟერმენიდან” გადავიდა.

მსგავსი სიახლეები