ოფიციალურად: იკერ კასილასი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას
ლეგენდარულმა ესპანელმა მეკარემ, იკერ კასილასმა სოციალური ქსელის საშუალებით დაადასტურა, რომ ის ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
“დიახ, მე არჩევნებში მივიღებ მონაწილეობას. ერთად შევძლებთ, რომ ჩვენი ფედერაცია საუკეთესოთა შორის წამყვან ადგილზე დავაყენოთ. ჩემი გადაწყვეტილების შესახებ “პორტუს” პრეზიდენტს ვაცნობე და მინდა, მას მადლობა გადავუხადო. 23000-ზე მეტი ამომრჩეველი გველოდება. მადლობა ყველას მხარდაჭერისა და კეთილი სურვილებისათვის”, – აცხადებს კასილასი.
შეგახსენებთ, რომ იკერი ამჟამად “პორტუში” ირიცხება. 2019 წლის 1 მაისს ის ვარჯიშზე შეუძლოდ გახდა და გულის შეტევის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შემდეგ კასილასს არცერთ მატჩში არ მიუღია მონაწილეობა.
Sí, me presentaré a la Presidencia de la @RFEF cuando se convoquen las elecciones. Juntos vamos a poner nuestra Federación a la altura del mejor fútbol del mundo: el de España. #IkerCasillas2020 pic.twitter.com/kHkBChqh4m
— Iker Casillas (@IkerCasillas) February 17, 2020