ოფიციალურად: ინგლისის ნაკრებს გარეთ საუთგეიტი გაწვრთნის
გარეთ საუთგეიტი ამიერიდან ინგლისის ეროვნულ ნაკრებს გაწვრთნის. 46 წლის სპეციალისტმა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციასთან დღეს ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
Guardian-ის ინფორმაციით, საუთგეიტი წელიწადში ხელფასის სახით 1.5 მილიონ ფუნტ სტერლინგს მიიღებს.
“ძალიან მიხარია, რომ ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გავხდი. მინდა, რომ ჩემი ახალი საქმე წარმატებულად შევასრულო. ფეხბურთელებს უკვე ვიცნობ, რადგან მათთან ერთად მუშაობა წინა ოთხ მატჩში მომიწია. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ქვეყანამ ჩვენი გუნდით იამაყოს”, – აცხადებს ინგლისელთა ახალი თავკაცი.
საუთგეტი 2006-2009 წლებში “მიდლსბროში” მუშაობდა, 2013 წელს მან ინგლისის 21-წლამდე ნაკრები ჩაიბარა. აღსანიშნავია, რომ სემ ელერდაისის პოსტიდან გათავისუფლების შემდეგ, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობას სწორედ ის ასრულებდა.