ოფიციალურად: “ინტერმა” რობერტო მანჩინი დაითხოვა
მილანური “ინტერის” შტაბში ადასტურებენ იფნორმაციას, რომლის თანახმადაც, რობერტო მანჩინი დაკავებული პოსტიდან გათავისუფლებულია. აღნიშნული გადაწყვეტილება კლუბმა სერია ა-ს დაწყებამდე ორი კვირით ადრე მიიღო.
“ინტერის” ჩინელი ხელმძღვანელები ამ გადაწყვეტილებამდე მას შემდეგ მივიდნენ, რაც იტალიური გრანდი ლონდონის “ტოტენჰემთან” უმოწყალოდ განადგურდა (6-1).
როგორც იცით, 51 წლის რობერტო მანჩინიმ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება ვერ მოახერხა, რაც გუნდის მთავარი მიზანი იყო გასულ სეზონში. რასაც პრე-სეზონში არასახარბიელო ასპარეზობა დაემატა – მხოლოდ ერთი მოგება 5 მატჩიდან.
Goal-ის მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციის თანახმად, მანჩინის ადგილს “ნერაძურიში” ფრანკ დე ბური დაიკავებს, რომელმაც ამსტერდამის “აიაქსი” ზაფხულში დატოვა.