ოფიციალურად: “ინტერმა” სტეფანო პიოლი დაითხოვა

თარიღი: მაისი 10, 2017

მილანის “ინტერის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, კლუბის ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელი, სტეფანო პიოლი დაკავებული პოსტიდან გაანთავისუფლა.

მიზეზად კი იტალიელი სპეციალისტის გუნდის მიერ ნაჩვენები არასახარბიელო შედეგები სახელდება. საქმე ისაა, რომ მილანურმა გრანდმა იტალიის ჩემპიონატის ბოლო 7 მატჩში მხოლოდ 2 ქულის დაგროვება შეძლო.

სეზონის დარჩენილ სამ მატჩში “ნერაძურის” თავკაცის როლს ახალგაზრდული გუნდის მთავარი მწვრთნელი, სტეფანო ვეკი მოირგებს.

“ამ მომენტიდან, კლუბი ოფიციალურად იწყებს მზადებას ახალი სეზონისათვის,” – ვკითხულობთ იტალიური გრანდის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გაკეთებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები