ოფიციალურად: ირაკლი ძარია გორის “დილას” ფეხბურთელია

თარიღი: თებერვალი 27, 2017

სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ბოლნისის “სიონის” უკვე ყოფილი ფეხბურთელი, ირაკლი ძარია გორის “დილაში” დაბრუნდა. ამის შესახებ გორელთა ოფიციალური გვერდი იტყობინება.

ძარია კონტრაქტს ხვალ მოაწერს ხელს. ხელშეკრულების პირობები არაა საჯარო.

სხვადასხვა დროს 28 წლის ნახევარმცველი ფოთის „კოლხეთი 1913“-ში, „ზესტაფონში“, თბილისის „დინამოსა“ და გორის “დილაში“ თამაშობდა. ბოლოს კი, როგორც უკვე ვთქვით, ბოლნისის “სიონის” ღირსებას იცავდა.

ძარიას ეროვნულ ნაკრებში ცხრა მატჩი აქვს ჩატარებული და ერთი გოლიც გატანილი.

მსგავსი სიახლეები