ოფიციალურად: იულიან დრაქსლერი “პსჟ”-ს ფეხბურთელია
სულ ცოტა ხნის წინ დადასტურდა, რომ “ვოლფსბურგის” უკვე ყოფლი ფეხბურთელი, იულიან დრაქსლერი ფრანგულ “პსჟ”-ში გადავიდა.
გერმანელი ფეხბურთელი პარიზული გუნდის ბოსებს 35 მილიონი ევრო (+10 მილიონი შესაძლო ბონუსი) დაუჯდათ. დრაქსლერი, ხელშეკრულების თანახმად, ოთხ-ნახევარი წელი დარჩება კლუბში. ფეხბურთელის ხელფასი არ საჯაროვდება.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის სპორსტმენი 2010-2016 წლებში “შალკეს” ღირსებას იცავდა. ბოლო წელიწად-ნახევარი კი “ვოლფსბურგში” გამოდიოდა.