ოფიციალურად: ივან პერიშიჩი “ბაიერნში” ითამაშებს
მიუნხენის “ბაიერნის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ივან პერიშიჩი “რეკორდმაისტერის” რიგებში არენდის წესით ითამაშებს. არენდა ერთწლიანია და 2020 წლის 30 ივნისს ბავარიულ გრანდს მისი გამოსყიდვა უფასოდ შეეძლება.
“პროფესიონალურ დონეზე თამაშის უდიდესი გამოცდილებით ივანი ჩვენ გუნდს მიმდინარე სეზონიდან დაეხმარება. ის ძალიან ტექნიკური ფეხბურთელია და შეტევას უდავოდ გააძლიერებს. დარწმუნებული ვარ, რომ ივანი მალევე შეეწყობა გუნდს, რამდენადაც ის ძალიან აკრგად იცნობს როგორც ბუნდესლიგას, ასევე ნიკო კოვაჩს,” – აცხადებს კლუბის სპორტული დირექტორი ჰასან სალიჰამიჯიჩი.
30 წლის ხორვატი ფეხბურთელი “ნერაძურის” რიგებში 2015 წელს გადაბარგდა, მანამ კი ის გერმანული კლუბების “ვოლფსბურგისა” და დორტმუნდის “ბორუსიას” ღირსებებს იცავდა.
“ძალიან ბედნიერი ვარ გერმანიაში დაბრუნებით. “ბაიერნი” ევროპის ერთ-ერთი უდიდესი კლუბია. ჩვენი მიზანი მომავალ სეზონში არამარტო საშინაო ტიტულების, არამედ ჩემპიონთა ლიგის მოგება იქნება,” – აცხადებს პერიშიჩი.