ოფიციალურად: ჯეკ გრილიში “მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელია
პრემიერ ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა, “მანჩესტერ სიტიმ”, ჯეკ გრილიშის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. “ქალაქელებმა” ინგლისელ ვარსკვლავში კლუბისთვის რეკორდული თანხა, 100 მილიონი ფუნტი, გადაიხადეს.
რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი ხდება, გრილიშმა “მანჩესტერ სიტისთან” ექვსწლიანი კონტრაქტი გააფორმა. 25 წლის ფეხბურთელი ახალ კლუბსი 10-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს, რომელიც აქამდე სერხიო აგუეროს ეკუთვნოდა.
“წარმოუდგენლად ბედნიერი ვარ “მანჩესტერ სიტიში” გადასვლით. “სიტი” ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო კლუბია და მათ მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელი ჰყავთ. ამ კლუბის წევრი ვარ, რაზეც ვოცნებობდი.
ბოლო 10 სეზონის მანძილზე “სიტი” რეგულარულად იგებდა ტიტულებს. პეპის აქ მოსვლის შემდეგ გუნდი ამაღელვებელ ფეხბურთს თამაშობს. დარწმუნებული ვარ, რომ პეპთან მუშაობა განსაკუთრებული რამ იქნება,” – აცხადებს გრილიში.