ოფიციალურად: ჯოვინო ფლამარიონი “როტორში” იჯარით ითამაშებს
ბათუმის “დინამოს” ლიდერი, ჯოვინო ფლამარიონი სეზონის ბოლომდე, 2021 წლის 30 ივნისამდე, იჯარით ვოლგოგრადის “როტორში” ითამაშებს. რუსულმა კლუბმა ტრანსფერი ოფიციალური ვებ-გვერდის საშუალებით უკვე დაადასტურა.
ჯოვინო ბათუმის “დინამოში” 2017 წელს მონტენეგროული “ლოვჩენიდან” გადავიდა. 24 წლის ბრაზილიელ ფეხბურთელს აჭარულ კლუბში ჩატარებულ 60 მატჩში 21 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მოუგროვდა.
შეგახსენებთ, რომ “როტორის” ღირსებას სოლომონ კვერკველია, ზურიკო დავითაშვილი, ჯანო ანანიძე, ბექა მიქელთაძე და ნიკოლაი ყიფიანი იცავენ.