ოფიციალურად: ხაბიბ ნურმაგომედოვს 9-თვიანი დისკვალიფიკაცია მისცეს
ნევადის სპორტულმა კომისიამ UFC-ის მებრძოლი, ხაბიბ ნურმაგომედოვი 9-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. ასევე, დაღესტნელ სპორტსმენს ჯარიმის სახით 500 000 დოლარის გადახდა მოუწევს.
იმ შემთხვევაში, თუ ხაბიბი კომისიასთან ითანამშრომლებს, მისი დისკვალიფიკაცია ექვს თვემდე შემცირდება.
შეგახსენებთ, რომ ნურმაგომედოვმა ოქტომბერში, UFC-ის ეგიდით კონორ მაკგრეგორი დაამარცხა, რის შემდეგაც ოქტაგონიდან გადახტა და ირლანდიელის თანაგუნდელთან ჩხუბი დაიწყო.
Official: Khabib Nurmagomedov suspended nine months and fined $500,000 by the NAC for his role in the UFC 229 post-fight melee. The suspension can be reduced to six months if he cooperates in the filming and distributing of an anti-bullying PSA. Suspension is retro to 10/6.
— Ariel Helwani (@arielhelwani) January 29, 2019