ოფიციალურად: ხიზანიშვილი დინამოს ფეხბურთელია
დინამოს ზურაბ ხიზანიშვილი შეუერთდა. 32 წლის მცველმა საფეხბურთო კარიერა 18 წლის ასაკში, დინამოში დაიწყო, შემდეგ კი წლების მანძილზე გამოდიოდა ბრიტანეთში: დანდი, რეინჯერსი, ბლექბერნი, ნიუკასლი, რედინგი. ხიზანიშვილის ბოლო კლუბი თურქული ქაისერისფორი გახლდათ. ზურაბ ხიზანიშვილი 13 წლის მანძილზე იცავდა საქრთველოს ნაკრების ღირსებას.
ზურაბ ხიზანიშვილი – “მოხარული ვარ საქართველოში დაბრუნებით. დავბრუნდი იმ გუნდში სადაც დავიწყე და გუნდთან ერთად პირველი ვარჯიშიც ჩავატარე. ძალიან მიხარია დინამოში და ახალგაზრდა, ძალიან ნიჭიერ ფეხბურთელებთან ერთად ყოფნა. დინამოს ყოველთვის მაღალი მიზნები აქვს, სხვაგვარად ალბათ არც შეიძლება. მადლობელი ვარ დინამოს ხელმძღვანელობის. პირველი შთაბეჭდილებები საუკეთესოა, კლუბში ისეთი სულისკვეთებაა, როგორც ერთ დიდ ოჯახში. არაფერს ვიტყვი იმ პირობებზე, რომელიც განახლებულ დინამოში დამხვდა. რომან ფიფია ეროვნულ საქმეს აკეთებს. ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ- ერთი-ორი ასეთი ადამიანი, რომ გვყავდეს ქართული ფეხბურთის დონე საგრძნობლად აიწევდა.”
fcdinamo.ge