ოფიციალურად: კლაუდიო რანიერი “რომას” მთავარი მწვრთნელი გახდა
“რომას” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანამადაც გუნდის მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე 67 წლის იტალიელი სპეციალისტი, კლაუდიო რანიერი, დაინიშნა.
“ბედნიერი ვარ, სახლში რომ დავბრუნდი. როდესაც “რომაში” გეპატიჟებიან, უარის თქმა წარმოუდგენელია,” – აცხადებს რანიერი, რომელიც ერთი კვირის წინ “ფულჰემის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს.
შეგახსენებთ, რომ “რომამ” დი ფრანჩესკო გუშინ, მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც იტალიური გრანდი “პორტუმ” ჩემპიონთა ლიგიდან გამოაგდო. რომაული კლუბი კონტრაქტის დეტალებს ჯერჯერობით არ ავრცელებს.
გეტყვით იმასაც, რომ რანიერი “რომაში” 2009-11 წლებშიც მუშაობდა.
Ufficiale: Claudio #Ranieri è il nuovo responsabile tecnico dell'#ASRoma
➡️ https://t.co/iIPFZjzkRW pic.twitter.com/sNLrZIHZGb
— AS Roma (@OfficialASRoma) March 8, 2019