ოფიციალურად: კონტე ნაკრებს ევრო 2016-ის დასრულების შემდეგ დატოვებს
Goal-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ტურნინის “იუვენტუსის” ყოფილი თავკაცი, ანტონიო კონტე იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს საფრანგეთში გასამართი ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დატოვებს.
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის შეფი, კარლო ტავეკიო ადასტურეს ინფორმაციას, რომ კონტე, რომელსაც ლონდონის “ჩელსიში” უწინასწარმეტყველებენ გადასვლას ნაკრებს ზაფხულის მიწურულს დატოვებს.
თავად 46 წლის სპეციალისტის თქმით კი ის მთლიანად ევროპის ჩემპიონატზეა კონცენტრირებული:” ამ დროისთვის ჩვენი მთავარი მიზანი ევროპის ჩემპიონატზე სასურველი შედეგის მიღწევაა.
ყველამ ვინც მე მიცნობს, იცის, რომ სრული პასუხისმგებლობით ვეკიდები ამ საქმეს. შემდგომ კი რომელიმე კლუბის მწვრთნელი გავხდები, სადაც აქტიურად მომიწევს მუშაობა.”