ოფიციალურად: კოპა დელ რეის წესდებაში ცვლილებაა
ესპანეთის სამეფოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გამართულმა დღევანდელმა შეხვედრამ ესპანეთის თასის, იგივე კოპა დელ რეის, წესდებაში ცვლილება შეიტანა, რომლის თანახმადაც ნახევარფინალებამდე გუნდები საუკეთესოს ვინაობას არა ორმატჩიან დუელში, არამედ ერთ შეხვედრაში გამოავლენენ.
ესპანეთის სამეფო თასზე მონაწილეობას 116 გუნდი მიიღებს:
• 20 კლუბი ლა ლიგა სანტანდერიდან. ესპანეთის სუპერთასზე მოხვედრილი ოთხი
• 22 კლუბი ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონიდან.
• 28 კლუბი სეგუნდა დივიზიონ B-დან.
• 32 კლუბი მესამე დივიზიონიდან.
• RFEF თასის ოთხი ნახევარფინალისტი კლუბი.
• 10 საუკეთესო შედეგის მქონე კლუბი რეგიონალურ გათამაშებებში.
ესპანეთის თასის 2019/20 წლების გათამაშება სტარტს 2019 წლის 18 დეკემბერს აიღებს და 2020 წლის 18 აპრილს დასრულდება. ყველა შეხვედრა ბუნებრივ საფარზე ჩატარდება.