ოფიციალურად: კურზავა “პსჟ”-ს ფეხბურთელია
22 წლის ფეხბურთელი კარიერას საფრანგეთის დედაქალაქში გააგრძელებს.
“პარი სენ ჟერმენის” ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელობამ ლაივინ კურზავასთან ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში იქნება ძალაში. ფრანგი მცველის ტრანსფერმა, დაახლოებით, 23-24 მილიონი ევრო შეადგინა.
“ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ ასეთ ამბიციურ კლუბში მოვხვდი. დღეიდან განვითარებას საუკეთესო ფეხბურთელებთან ერთად განვაგრძობ”, – განაცხადა ახალწვეულმა კურზავამ.
აღსანიშნავია, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგის 2015-16 წლების სეზონში კურზავას “პარი სენ ჟერმენის” დახმარების უფლება არ ექნება, რადგან მან უკვე მიიღო მონაწილეობა წლევანდელ ტურნირზე “მონაკოს” მაისურით, საკვალიფიკაციო ეტაპზე.
შეგახსენებთ, მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ეს პარიზელებისთვის მეოთხე ტრანსფერია. აქამდე მათ ანხელ დი მარია, კევინ ტრაპი და ბენჯამინ სტამბული გაიფორმეს.