ოფიციალურად: ლაკაზეტი “არსენალში” გადავიდა (ვიდეო)
“ლიონის” თავდამსხმელი ალექსანდრ ლაკაზეტი კარიერას ლონდონის “არსენალში” გააგრძელებს. ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დადასტურდა.
26 წლის ფეხბურთელმა “მეთოფეებთან” ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ხელშეკრულების დეტალები არ ხმაურდება.
“დეილი მეილის” ცნობით, ტრანსფერის ღირებულებამ 53 მილიონი ფუნტ სტერლინგი შეადგინა. წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში, “ლიონი” ბონუსის სახით დამატებით შვიდ მილიონ ევროს მიიღებს. ამრიგად, ფრანგი თავდამსხმელი “არსენალის” ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენია. მანამდე ასეთად მესუთ იოზილი ითვლებოდა, რომლის სანაცვლოდაც ლონდონელებმა 2013 წელს მადრიდის “რეალს” 47 მილიონი ევრო გადაუხადეს.
ალექსანდრ ლაკაზეტმა საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში 30 მატჩი ჩაატარა, 28 გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.
Source, @robbieg_15? ?#LacaNewSigning pic.twitter.com/p2YZatjHl8
— Arsenal FC (@Arsenal) 5 July 2017