ოფიციალურად: ლაშა ჯაიანი “უოსპსში” ითამაშებს!

თარიღი: იანვარი 8, 2021

ბორჯღალოსანი მეორეხაზელი ლაშა ჯაიანი ინგლისში დაბრუნდება და კარიერას პრემიერშიფის “უოსფსში” გააგრძელებს.

“უოსფსი” 153 წლის წინ დაარსდა და საშინაო შეხვედრებს „რიკო არენაზე“ (Ricoh Arena) მართავს, რომელიც 32 609 მაყურებელს იტევს. გუნდი ექვსჯერ გახდა პრემიერშიფის გამარჯვებული და ასევე 6-ჯერ დაიკავა მეორე ადგილი, მათ შორის გასულ სეზონში. ის ჩემპიონთა თასის ორგზის და ჩელენჯ ქაფის გამარჯვებულია.

„ბზიკების“ ახალგაზრდული გუნდი საქართველოშიცაა ნამყოფი და უმცროს ბორჯღალოსნებთან ამხანაგური თამაშები გამართა. 2018 წლიდან მის ღირსებას იცავს ბორჯღალოსანი ზურაბ ჟვანია, და ახლა უკვე 22 წლის ლაშა ჯაიანიც.

„ბედნიერი ვარ ასეთი ისტორიის მქონე, ტიტულოვანი და მაღალი კლასის გუნდის წევრი რომ გავხდი. კოვიდ-პანდემიით გამოწვეული კრიზის ფონზე, გუნდმა ძალიან კარგი პირობები შემომთავაზა და ესეც რომ არა, ასეთი გუნდის შეთავაზებაზე უარის თქმა ყველა მორაგბეს გაუჭირდებოდა. ასეთ შანსს არ ველოდი და გახარებული ვარ, რადგან ‘უოსფსში’ თამაში პროფესიულ კარიერაში ერთი საფეხურით წინ წასვლის საშუალებას მომცემს. ვეცდები გუნდში ადგილი დავიმკვიდრო და ამისთვის თავს არ დავზოგავ“ – განაცხადა ჯაიანმა.

ინგლისში განცდილი პროგრესი

ლაშა ჯაიანმა თამაში თბილისის ‘ჩოხოსნებში’ დაიწყო, 2016 წელს კი ინგლისს მიაშურა და ჯერ ‘ექსეთერის’ სკოლის, შემდეგ კი უნივერსიტეტის გუნდში თამაშობდა. ინგლისში მიღებული გამოცდილება მას ჯერ 18 და 20-წლამდელთა ნაკრებებში, შემდეგ კი ეროვნულ გუნდში მოხვედრაში დაეხმარა:

„ინგლისში რომ ჩავედი ფიზიკურად თხელი ვიყავი. გუნდში ძალიან კარგი ფიზმომზადების სპეციალისტები გვყავდა, გვქონდა იდეალური სავარჯიშო პირობები და ამ პერიოდში მნიშვნელოვნად მოვუმატე, ფიზიკურადაც გავიზარდე. გარდა ამისა, უნივერსიტეტის გუნდში ხშირად მოდიდონენ ‘ექსეთერ ჩიფსის’ მორაგბეები, მათ შორის მეორე ხაზელებიც და გვიტარებდნენ სპეციფიურ ვარჯიშებს, გვიზიარებდნენ საკუთარ გამოცდილებას, რამაც დიდი გამოცდილება შემძინა. რეგულარულად ვთამაშობდი ჩემი ასაკისთვის საკმაოდ მაღალი დონის ჩემპიონატს და ნაბიჯ-ნაბიჯ მივუახლოვდი პროფესიულ რაგბს“ – იხსენებს ექსეთერში გატარებულ პერიოდს ჯაიანი.

წარსული გამოცდილება ლაშას ახლაც გამოადგა. „შემოდგომის ერთა თასზე“ წარმატებული თამაშის შემდეგ, მას ყოფილი მწვრთნელი, ‘ვიტგიფთის’ სკოლის გუნდის თავკაცი კრის ვოლკინსი დაუკავშირდა, რომელიც ადრე ‘უოსფსში’ თამაშობდა და კარგი ურთიერთობა აქვს „ბზიკების“ აკადემიის მთავარ მწვრთნელთან კევინ ჰერმანთან. ‘უოსპსი’ გამოცდილ, საერთაშორისო დონის მეორეხაზელს ეძებდა, თუმცა ჯაიანის ვარიანტი საკმაოდ მიმზიდველი ჩანდა და კლუბსა და მოთამაშეს შორის ერთწლიანი კონტრაქტი, 6+6-ის პრინციპით გაფორმდა:

„ვესაუბრე ‘უოსპსის’ მწვრთნელებს, რა სტილს ანიჭებენ უპირატესობას, როგორი ტიპის ვარჯიშები აქვთ. ასევე ვესაუბრე ზურაბ ჟვანიას, კონსულტაციები გავიარე ლევან მაისაშვილთან და ილო მაისურაძესთან და ყველამ მირჩია, რომ კონტრაქტზე ხელი მომეწერა, რადგან ეს ჩემი განვითარებისთვის ძალიან კარგი იქნება“.

„ვივარჯიშებ პირველ გუნდთან ერთად. ვიცი, რომ მეყოლება ძლიერი კონკურენტები, რაც ძალიან კარგია, რადგან მომიწევს მეტი შრომა და მათთან კონკურენციით დიდ გამოცდილებას მივიღებ“.

უდიდესი გამოცდილება და თავდაჯერებულობა

უმცროს ბორჯღალოსნებში წარმატებული თამაშის შემდეგ, ჯაიანს ეროვნულში პირველად 2019 წლის მსოფლიო თასის წინ, შეკრებაზე უხმეს. მაშინ ის იაპონიაში წამსვლელთა შორის ვერ მოხვდა.

სამაგიეროდ, ამა წლის 22 თებერვალს ლაშამ ბელგიასთან სადებიუტო მატჩი ჩაატარა და მალევე პორტუგალიის წინააღმდეგ ითამაშა, „შემოდგომის ერთა თასზე“ კი ოთხივე მატჩში მიიღო მონაწილეობა და როგორც თავად ამბობს, თავდაჯერებულობა შეიძინა:

„ბელგია იმ დონის გუნდი არაა, როგორებსაც „შემოდომის ერთა თასზე“ ვეთამაშეთ, მაგრამ პირადად ჩემთვის ეს იყო კარიერის უმნიშვნელოვანესი შეხვედრა. უნდა დამემტკიცებინა, რომ ნაკრებში ყოფნას ვიმსახურებდი და დღეს ‘უოსფსთან’ კონტრაქტს რომ ვაფორმებ, სწორედ ბელგიასთან მატჩის დამსახურებაა“.

„რაც შეეხება „შემოდგომის ერთა თასს“, ეს იყო უძლიერესი ტურნირი, სადაც, მთელი თვის განმავლობაში, კვირიდან კვირამდე ვეთამაშებოდით მსოფლიოს საუკეთესო გუნდებს. მეც და საქართველოს ნაკრების ყველა მოთამაშემ, უდიდესი გამოცდილება შევიძინეთ. ის, რომ ტურნირზე კარგად გამოვიყურებოდით იმ ექვსთვიანი მოსამზადებელი პერიოდის დამსახურებაა, რომლის განმავლობაში მწვრთნელებმა და ყველა მიმართულების სპეციალისტებმა უდიდესი სამუშაო ჩაატარეს“.

„თამაში მსოფლიოს უძლიერესი მორაგბეების წინააღმდეგ გვიწევდა და პირველ რიგში, შევიძინე უდიდესი თავდაჯერებულობა. ვნახე, რომ ამ დონეზე თამაში შემიძლია და ეს თავდაჯერებულობა ‘უოსფსშიც’ გამომადგება. ახლა ვიცი, რომ ამ დონის მოთამაშეების მხარდამხარ, გნებავთ წინააღმდეგ თამაში შემიძლია და ეს გუნდთან შეგუებაში დამეხმარება“.

Rugby.ge



მსგავსი სიახლეები
რაგბი

სოსო ტყემალაძე: “იტალიელთა პრეზიდენტი არასპორტულად მოიქცა”

რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ ვახო ხუზმიაშვილის “თავისუფალ სივცრცეში” საინტერესო ისტორია მოჰყვა. “ჩვენ თამაშამდე ერთ-ე...
წაკითხვა
რაგბი

“ქართველებისთვის ექვსი ერის კარი კვლავ დახურულია”

საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად ტიერ ერთის ნაკრებს მოუგო. ბორჯღალოსნებმა იტალია 28-19 დაამარცხეს და ექვს ერში […]...
წაკითხვა
რაგბი

მერაბ შარიქაძე: “საყვედურს არავის ვეუბნები, მაგრამ საწყენია მუდმივი კრიტიკა”

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში, ესპანეთთან გამარჯვების (49:15) […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველო – რუსეთის თამაში არ ჩატარდება

საქართველოსა და რუსეთს შორის 27 თებერვალს გასამართი მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო. 2022 წლის რაგბი ევროპის […]...
წაკითხვა
რაგბი

ყაველაშვილი: “გარკვეული ორგანიზაციები რუსეთთან თამაშის ჩაშლას აპირებენ”

სპორტის კომიტეტის თავჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა 27 თებერვალს საქართველო – რუსეთის რაგბის თამაშის შესახებ ისაუბრა. “ყველა […]...
წაკითხვა
რაგბი

რუსეთმა “რაგბი ევროპას” მიმართა – საქართველოს რაგბის კავშირმა უკრაინული

27 თებერვალს საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-3 ტურში, თბილისში, “დინამო არენაზე” რუსეთს უმასპინძლებს. […]...
წაკითხვა
რაგბი

ნიკოლოზ ნარმანია: “საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაში არ შემიძლია”

რუსეთის მორაგბეთა ნაკრების წევრმა, ნიკოლოზ ნარმანიამ განაცხადა, რომ ის საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ არ ითამაშებს. ფრანგული […]...
წაკითხვა
რაგბი

“შემირცხვენია ყველა ის მორაგბე, რომელიც რუსებს მოემსახურება”

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ირაკლი ჩომახაშვილმა ქართველი მორაგბეების რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად შეკრებაზე სოციალურ ქსელში […]...
წაკითხვა
რაგბი

რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს

რაგბის კავშირმა რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად ქუთაისში შეკრების გამართვაზე განცხადება გაავრცელა. “გვინდა გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში […]...
წაკითხვა
რაგბი

“ოკუპანტს ხელგაშლილი ვხვდებით, ისე დავუმეგობრდით, ვეღარც მოვუგებთ”

საქართველოს 7-კაცა ეროვნული ნაკრები 24 თებერვლიდან 1-ელ მარტამდე ქუთაისში შეკრებას რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად გაივლის. […]...
წაკითხვა
რაგბი

მამუკა გორგოძე: “ლაშა ყოველთვის წყნარად, თავჩაღუნული მიყვებოდა თავის საქმეს”

ლეგენდარული მორაგბემ მამუკა გორგოძემ გადაცემაში “სპორტი იმედზე” ლაშა შავდათუაშვილზე ისაუბრა. “ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი ამ ბიჭ...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება თეა წულუკიანზე

საქართველოს რაგბის კავშირი პასუხობს 20 იანვარს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც გაჟღერდა მცდარი მოსაზრება, რომ რაგბის […]...
წაკითხვა
რაგბი

დავით ნინიაშვილი: “მოედანზე არასდროს არაფერს ვერიდები!”

2021 წლის საქართველოს საუკეთესო მორაგბემ, გულშემატკივართა რჩეულმა დავით ნინიაშვილმა, 8 იანვარს ტოპ 14-ში სადებიუტო ლელო […]...
წაკითხვა