ოფიციალურად: ლევან ყენია პრაღის “სლავიაში” ითამაშებს

თარიღი: ოქტომბერი 30, 2014

ქართველი ნახევარმცველი ლევან ყენია პრაღის “სლავიაში” ითამაშებს. ტრანსფერი ჩეხურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა. მხარეებს შორის კონტრაქტი 2015 წლის 30 ივნისამდე, შემდგომი გახანგრძლივების შესაძლებლობით გაფორმდა.

“მოხარული ვარ. გუნდში კარგი ატმოსფეროა. მოუთმენლად ველოდები სადებიუტო მატჩს. სლავიაში კლუბის დასახმარებლად მოვედი. მინდა, რომ კლუბი ევროპაში დაბრუნდეს. ვიმედოვნებ, ნაკრებში შევძლებ დაბრუნებას”, – ციტირებს ყენიას სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

როგორც აღმოჩნდა, ლევან ყენიას ტრანსფერში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა დიუსელდორფის “ფორტუნას” ყოფილმა ფეხბურთელმა მარტინ ლატკამ, რომელიც ქართველი ნახევარმცველის მეგობარია. ლატკა წლების განმავლობაში იცავდა “სლავიას” ღირსებას და კლუბში სიტყვაც ეთქმის. 30 წლის ჩეხი მცველი კლუბს მიმდინარე წელს დაუბრუნდა.

“მარტინი და მე მეგობრები ვართ. ჩვენ ერთად ვთამაშობდით “ფორტუნაში”. ის დიდად დამეხმარა და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ “სლავიაში” აღმოვჩენილიყავი. როდესაც კლუბის მხრიდან დაინტერესების შესახებ შევიტყვე, ლატკას და კაროლ კისელს დავუკავშირდი, რის შემდეგაც ტრანსფერის განხორციელებას ხელს აღარაფერი უშლიდა. “სლავიას” საოცარი ქომაგები ჰყავს, რაც ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. კლუბისთვის თავს არ დავზოგავ”, – განაცხადა ლევან ყენიამ.

აღნიშნული ტრანსფერის შესახებ კომენტარი გააკეთა “სლავიას” სპორტულმა დირექტორმა კაროლ კისელმაც.

“მიხარია, რომ ლევანის გადმობირება შევძელით. იმედი მაქვს, ის საუკეთესო თვისებების წარმოჩენას შეძლებს და გულშემატკივრებს გაახარებს. მასთან კონტრაქტი 2015 წლის 30 ივნისამდე გავაფორმეთ, შემდგომი გახანგრძლივების შესაძლებლობით”, – აღნიშნა კისელმა.

ლევან ყენია “სლავიაში” 11-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

 

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ბუდუ ზივზივაძის გოლი და შესანიშნავი საგოლე გადაცემა უნგრეთის ჩემპიონატში (ვიდეო)

“უიპეშტი” – “ფეჰერვარი” ბუდუ ზივზივაძის გოლი ბუდუ ზივზივაძის საგოლე გადაცემა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯეკოს “რომაში” გაჩერება აღარ უნდა

“კორიერე დელო სპორტის” ცნობით, “რომას” კაპიტან ედინ ჯეკოს გუნდის მთავარ მწვრთნელ პაულუ ფონსეკასთან კონფლიქტი აქვს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სოკრატისი “ლაციოში” გადადის

“ლა გაძეტა დელო სპორტის” ინფორმაციით, სოკრატის პაპასტატოპულოსი კარიერას რომის “ლაციოში” გააგრძელებს. წყაროს თანახმად, 32 წლის ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქართველი გულშემატკივრის ოცნება: შოთა და ხვიჩა ერთ გუნდში!

2020 წელს ყველაზე მეტად ფეხბურთის ქართველ გულშემატკივრებს თავი ორმა ადამიანმა დაამახსოვრა – შოთა არველაძემ და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარა ვარჯიშებზე დაფრინავს – ხვიჩამ 3 თანაგუნდელი გააბითურა (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელია “რუბინთან” ერთად თურქეთში, ბელეკის სავარჯიშო ბაზაზე იმყოფება და საოცარ ფორმაშია. ამხანაგურ მატჩში გატანილი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვინ არის მამუკა ჯუღელი? – აგენტი, რომელმაც რუსეთში ქართული გუნდი შექმნა

რუსულ “როტორში” დღეს მე-6 ქართველი ფეხბურთელი, “თელავის” ყოფილი მცველი ილია ბერიაშვილი ითამაშებს. 3 დღის წინ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

თენგიზ წიქარიძე რუსეთის მე-2 ლიგის აუტსაიდერში გადავიდა

თენგიზ წიქარიძე რუსეთის მე-2 ლიგის ბინადარ “ტომში” გადავიდა. გუნდის ოფიციალურმა გვერდმა წიქარიძის დამატება უკვე დაადასტურა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

IFFHS: ეროვნული ლიგა რეიტინგში 24 ერთეულით დაქვეითდა

ყველასათვის ცნობილმა ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IFFHS) 2020 წლის საუკეთესო ჩემპიონატების რეიტინგი გამოაქვეყნა. [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლივერპულის” ყოფილი მცველი “დინამო თბილისს” შეკრებაზე შეუერთდა

“ლიონისა” და “ლივერპულის” ყოფილი მარცხენა მცველი ალი სისოკო “დინამო თბილისს” თურქულ შეკრებაზე შეუერთდა. სისოკო ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელიამ “პარტიზანს” გაუტანა (ვიდეო)

ყაზანის “რუბინი” ამხანაგურ შეხვედრაში ბელგრადის “პარტიზანს” უპირისპირდება. “რუბინის” ძირითად შემადგენლობაში იყო ხვ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“დინამო სოხუმს” დაფინანსებაზე უარი 50-მა კომპანიამ უთხრა

“დინამო სოხუმის” გენერალურმა დირექტორმა, დავით თაქთაქიშვილმა კლუბში არსებულ ფინანსურ პრობლემებზე ისაუბრა. “მოგესალმებით. დღეს მინდა ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“დინამოს” და “ტორპედოს” ვეტერანი ფეხბურთელები დახმარებას ითხოვენ

თბილისის “დინამოს” ლეგენდარული 13 მაისის გამარჯვების მონაწილეები, გიორგი ჭილაია და გიორგი თავაძე საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ. [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: “არსენალმა” სოკრატისს ხელშეკრულება გაუწყვიტა

ლონდონის “არსენალის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც კლუბმა სოკრატის პაპასტატოპულოსს ხელშეკრულება გაუწყვიტ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“დინამო” თურქეთში 25 კაცით წავიდა – 3 ფეხბურთელი წავიდა

“დინამო თბილისი” თურქეთში შეკრებაზე 25 ფეხბურთელით გაემგზავრა. “დინამო თბილისმა” ახალი სეზონისთის მზადების მეორე ეტაპი დიწყო [...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჰუნტელარი “შალკეში” დაბრუნდა

კლას-იან ჰუნტელარი ამსტერდამის “აიაქსიდან” გელზენკირხენის “შალკეში” გადავიდა. მხარეებს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვ...
წაკითხვა