ოფიციალურად: “ლივერპულმა” ბრიუსტერი 26 მილიონად გაყიდა
“შეფილდ იუნაიტედის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც კლუბმა რაიან ბრიუსტერის ტრანსფერში “ლივერპულს” დაახლოებით 26 მილიონი ევრო გადაუხადა (30 მილიონი აშშ დოლარი).
როგორც იცით, 20 წლის ბრიუსტერი “ლივერპულის” აკადემიის აღზრდილია. მან მერსესაიდულ კლუბში ხუთი წელი გაატარა და ახალგაზრდულ გუნდში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი გახლდათ.
“აქ ყოფნა ძალიან სასიამოვნოა. ჩემით რამდენიმე კლუბი დაინტერესდა, თუმცა ვთვლი, რომ “შეფილდი” საუკეთესო ვარიანტია ჩემთვის. ეს კლუბი ზრდის პროცესშია – გასულ წელს სეზონი მეცხრე ადგილზე დაასრულა და იმედია, რომ წელს უფრო შორს წავალთ,” – აცხადებს ბრიუსტერი.