ოფიციალურად: ლუის ენრიკე “ბარსელონას” დატოვებს
კატალონიური “ბარსელონას” ოფიციალური ვებ-გვერდის მიერ დადასტურებული ინფორმაციის მიხედვით, ლუის ენრიკე მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კლუბის თავკაცის პოსტს დატოვებს.
შეგახსენებთ, რომ 46 წლის ლუის ენრიკე კატალონიურ კლუბს სათავეში 2014 წლის 19 მაისს ჩაუდგა. მისი კანდიდატურა დირექტორთა საბჭოს ანდონი სუბისარეტამ წარადგინა, რის შემდეგაც მხარეებს შორის 3-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ყოფნისას, ლუის ენრიკემ ორჯერ მოახერხა ლა ლიგისა და კოპა დელ რეის ტურნირების მოგება, ერთხელ – ესპანეთის სუპერთასის, ჩემპიონთა ლიგის, უეფას სუპერთასისა და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის.
ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ ვინ დაიკავებს მის ადგილს.
BREAKING NEWS: @LUISENRIQUE21 announces he will not continue as Barça manager next season. #FCBlive pic.twitter.com/pqYOnWxUy9
— FC Barcelona (@FCBarcelona) March 1, 2017