ოფიციალურად: მამადუ სახო “კრისტალ პალასში” ითამაშებს
“ლივერპულის” ცენტრალური მცველი, მამადუ სახო “კრისტალ პალასში” ითამაშებს. მერსესაიდელებმა ფრანგი ფეხბურთელი პრემიერ ლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერ გუნდში სეზონის ბოლომდე გაანათხოვრეს.
მოგეხსენებათ, სახო “ლივერპულში” ძირითადი შემადგენლობის წევრი იყო, თუმცა მიმდინარე სეზონის დაწყებამდე იურგენ კლოპმა ის ახალგაზრდულ გუნდში გადაიყვანა. მიზეზად სახოს დისციპლინასთან არსებული საკითხები დასახელდა.
შეგახსენებთ, რომ ინგლისში გადაბარგებამდე, 26 წლის მცველი “პარი სენ-ჟერმენის” ღირსებას იცავდა.