ოფიციალურად: “მანჩესტერ სიტი” – “რეალის” მატჩი გადაიდო

თარიღი: მარტი 13, 2020

17 მარტს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპზე “მანჩესტერ სიტისა” და მადრიდის “რეალს” შორის განმეორებითი შეხვედრა უნდა გამართულიყო, თუმცა ეს მატჩი კორონავირუსის გამო გადაიდო.

საქმე იმაში გახლავთ, რომ მადრიდის “რეალის” საკალათბურთო გუნდის წევრ ტრეი ტომპკინსს კორონავირუსი დაუდგინდა. მასთან შეხება “რეალის” ფეხბურთელებსაც ჰქონდათ. “სამეფო კლუბის” კალათბურთელები და ფეხბურთელები ბაზაზე ერთ სივრცეში სადილობენ.

ახლა “რეალის” ფეხბურთელებს 14 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში ყოფნა მოუწევთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი 17 მარტს “მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებენ.

“სიტიმ” მატჩის გადადებასთან დაკავშირებით განცხადება უკვე გამოაქვეყნა, ხოლო სპორტსმენებს ჯანმრთელობა უსურვა.



მსგავსი სიახლეები