ოფიციალურად: მადრიდის “რეალმა” თავდამსხმელი დაიმატა

თარიღი: იანვარი 3, 2019

მადრიდის “რეალმა” ესპანეთის სეგუნდა B-ში მოასპარზე კლუბის, “მელილიას” ფეხბურთელი, მოჰამედ მიზიანი შეიძინა. 18 წლის მოთამაშე “სამეფო კლუბში” სეზონის ბოლომდე იჯარით იქნება, სეზონის დასრულების შემდეგ კი “რეალს” მისი გამოსყიდვა შეეძლება.

ახალგაზრდა თავდამსხმელის მიმართ ინტერესს “ბარსელონაც” იჩენდა, თუმცა ამ შემთხვევაში კატალონიელებს მადრიდელებმა აჯობეს.

მიზიანმა “რეალის” ყურადღება ესპანეთის თასზე, “რეალსა” და “მელილიას” შორის გამართულ მატჩში მიიპყრო. მხარეები კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოს ორი კვირის წინაც იყვნენ, თუმცა ტრანსფერი იმიტომ არ შედგა, რომ ფეხბურთელმა აგენტი შეიცვალა.

მიზიანი “რეალის” ახალგაზრდულ გუნდში ითამაშებს, მაგრამ დიდი ალბათობით, მას პირველი გუნდის განაცხადშიც ხშირად ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები