ოფიციალურად: მარსიალმა “მანჩესტერ იუნაიტედთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა
“მანჩესტერ იუნაიტედის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც კლუბმა ფრანგ შემტევ ანტონი მარსიალთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა.
როგორც ცნობილი ხდება, “მონაკოს” ყოფილმა ვარსკვლავმა “ოლდ ტრაფორდთან” საკუთარი მომავალი 5 წლით დააკავშირა და ამ დროის მანძილზე ის კვირაში 200 000 ფუნტს მიიღებს ხელფასის სახით.
ცნობისთვის გეტყვით, რომ მარსიალმა, რომლის ტრანსფერიც “წითელ ეშმაკუნებს” 47 მილიონი დაუჯდათ, მიმდინარე სეზონში 10 გოლი გაიტანა 25 ჩატარებულ მატჩში.