ოფიციალურად: მატიპი „ლივერპულში“ ითამაშებს

თარიღი: თებერვალი 15, 2016

„ლივერპულის“ ხელმძღვანელობამ კამერუნელი მცველის ჟოელ მატიპის ტრანსფერი შეათანხმა.

24 წლის მცველი „წითლებს“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გელზენკირხენის „შალკედან“ შეუერთდება.

მატიპი, რომელიც გერმანიაში დაიბადა და გაიზარდა, ახალგაზრდულ დონეზე „ვეიტმარსა“ და „ბოხუმში“ თამაშობდა, 2000 წელს კი „შალკეში“ გადავიდა. პირველ გუნდში მისი დებიუტი 2009 წელს შეადგა.

ცენტრალურმა მცველმა კამერუნის ნაკრების მაისურით 27 მატჩი ჩაატარა და გუნდს 2010 და 2014 წლების მუნდიალებზე დაეხმარა.

მსგავსი სიახლეები