ოფიციალურად: მატს ჰუმელსი “ბაიერნში” ითამაშებს
მიუნხენის “ბაიერნმა” მომდევნო ტრანსფერი განახორციელა – მატს ჰუმელსი ბავარიელთა ღირსებას დაიცავს.
27 წლის ფეხბურთელს დორტმუნდელებთან კონტრაქტის ამოწურვამდე კიდევ ერთი წელი ჰქონდა დარჩენილი, თუმცა მან გუნდის დატოვება გადაწყვიტა. ჰუმელსს “ბაიერნის” გარდა, “მანჩესტერ იუნაიტედიც” ეპატიჟებოდა, მაგრამ ის მშობლიურ კლუბში დაბრუნდა.
შეგახსენებთ, რომ ჰუმელსამდე, “ბაიერნმა” “ბენფიკადან” 18 წლის რენატო სანჩესი დაიმატა.