ოფიციალურად: მილანის “ინტერმა” რაფინია ინათხოვრა
მილანის “ინტერის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას კატალონიის “ბარსელონას” ვარსკვლავის, რაფინიას იჯარის წესით აყვანის შესახებ. როგორც ცნობილი ხდება, ესპანელი ფეხბურთელი “ნერაძურის” ღირსებას 2018 წლის 30 ივნისამდე დაიცავს.
კატალონიური გრანდის ოფიციალური გვერდის ცნობით, იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ, იტალიურ კლუბს შესაძლებლობა ექნება, რაფინიას კონტრაქტი 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოისყიდოს. შესაძლოა, შემდეგში ამ თანხას 3 მილიონი ევროც დაემატოს ბონუსების სახით.
რაფინია “ბარსელონას” აღზრდილია და ის “ლურჯ-ბროწეულისფერთა” მაისურს 13 წლის ასაკიდან ატარებს. მთავარ გუნდში მას 79 მატჩი აქვს ჩატარებული და ამ დროში 11 გოლის გატანაც მოასწრო. მას კლუბთან ერთად 9 ტიტული აქვს მოგებული.
Ufficiale: @Rafinha è un nuovo giocatore dell'Inter! ⚫️?
? https://t.co/LqLDEI5OCp#WelcomeRafinha #ForzaInter #InterIsComing pic.twitter.com/JgqeucX7YH
— Inter (@Inter) January 22, 2018