ოფიციალურად: „მილანმა“ ინძაგი გაათავისუფლა
„მილანის“ ოფიციალურმა ტვიტერის გვერდმა გუნდის მთავარი მწვრთნლის პოსტიდან ფილიპო ინძაგის გათავისუფლება დაადასტურა.
შეგახსენებთ, რომ 41 წლის სპეციალისტი „შავ-წითლებს“ გასულ ზაფხულს ჩაუდგა სათავეში. განვლილ სეზონში მილანელებმა სერია ა-ს სატურნირო ცხრილში მხოლოდ მე-10 ადგილი დაიკავეს და ზედიზედ მეორე სეზონში ევროთასების მიღმა დარჩნენ.
ბოლო დროს ინძაგის შესაძლო შემცვლელთა შორის გენუის „სამპდორიას“ ექს-თავკაცი სინიშა მიჰაილოვიჩი სახელდებოდა.