ოფიციალურად: “მილანმა” მონტელა დაითხოვა, გუნდს გატუზო გაწვრთნის
ვიჩენცო მონტელა ამიერიდან “მილანში” აღარ იმუშავებს. “როსონერის” ხელმძღვანელობამ გუნდის ბოლოდროინდელი წარუმატებელი ასპარეზობის გამო, დღეს 43 წლის სპეციალისტთან კონტრაქტის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო.
“მილანის” ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, მონტელას მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჯენარო გატუზო შეცვლის, რომელიც აქამდე 19-წლამდე გუნდს ავარჯიშებდა.
გატუზომ სამწვრთნელო კარიერა 2013 წელს შვეიცარიულ “სიონში” დაიწყო, რის შემდეგაც “პალერმოს” მიაშურა. 2014-15 წლების სეზონში “მამაცი გული” ოფი-ში გიორგი ლორიასთან და გიორგი მერებაშვილთან მუშაობდა. 2015 წელს მან “პიზა” ჩაიბარა, ხოლო 2017 წლიდან “მილანის” ახალგაზრდულ გუნდს წვრთნიდა.
#ACMilan announce to have parted ways with @VMontella. Management of the first team is entrusted to Gennaro Gattuso, who leaves his position as Primavera coach and to whom we wish the best of luck
— AC Milan (@acmilan) November 27, 2017