ოფიციალურად: მიროსლავ კლოზე “ბაიერნის” მწვრთნელად იმუშავებს
მიუნხენის “ბაიერნისა” და გერმანიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი მიროსლავ კლოზე ბავარიული გუნდის სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს. ის თავისი ფუნქციის შესრულებას მომავალი სეზონიდან შეუდგება. კლოზე “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელის, ჰანს-დიტერ ფლიკის თანაშემწე იქნება. შრომითი ხელშეკრულება ძალაში 2020 წლის პირველ ივლისს შევა და 2021 წლის ივნისის ბოლომდე იმოქმედებს.
“მოუთმენლად ველოდები ამ გამოცდას. ფლიკს გერმანიის ნაკრებიდან ვიცნობ. ჩვენ ერთმანეთს ვენდობით, როგორც სპეციალისტები და როგორც ადამიანები. ეს ჩემი სამწვრთნელო კარიერის შემდეგი ნაბიჯია. ვიმედოვნებ, რომ ჩემი გამოცდილებით დავეხმარები “ბაიერნს” დასახული მიზნების მიღწევაში”, – თქვა კლოზემ.
შეგახსენებთ, რომ 41 წლის გერმანელი სპეციალისტი მანამდე “ბაიერნის” 17 წლამდე გუნდს წვრთნიდა. კლოზე “ბაიერნის” რიგებში ოთხი წლის განმავლობაში თამაშობდა და 153 მატჩში 53 გოლი გაიტანა.