ოფიციალურად: ნიკა ძალამიძე თბილისის “დინამოს” ფეხბურთელია
საქართველოს ნაკრების 26 წლის შემტევი ნახევარმცველი, ნიკა ძალამიძე თბილისის “დინამოს” ფეხბურთელია. ამის შესახებ კლუბის ოფიციალური გვერდი იტყობინება.
გეტყვით, ნიკამ კლუბთან ხელშეკრულებას წლის ბოლომდე მოაწერა ხელი. ხელშეკრულების სხვა პირობები არაა ცნობილი.
ძალამიძე სხვადასხვა დროს ბაიას, ვიძევის, იაგელონიას, რიზესფორის და გორნიკის ღირსებას იცავდა, ბოლოს კი ბუქარესტის იუვენტუსში გამოდიოდა. მას ასევე ნათამაშები აქვს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში.