ოფიციალურად: ნიკოლოზ გელაშვილი საჩხერის “ჩიხურას” ფეხბურთელია
ქართული კლუბები მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას განაგრძობენ. მათ არც წინა სეზონის საქართველოს ჩემპიონატის ფინალისტი, საჩხერის “ჩიხურა” ჩამორჩება.
Fanebi.Com-მა კლუბისგან დასტური მიიღო იმის თაობაზე, რომ იმერლებმა გორის “დილას” აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი, ნიკოლოზ გელაშვილი დაიმატეს. იგი “დილაში” გასულ ზაფხულზე ჩაირიცხა და უმაღლეს ლიგაში 5 შეხვედრა ჩაატარა. ჩემპიონატის დასრულების შემდეგ კი გორული კლუბიდან წამოვიდა.
შეგახსენებთ, რომ ქართველ ფეხბურთელს სხვადასხვა დროს უთამაშია ისეთ გუნდებში, როგორებიცაა: “ზესტაფონი”, “ბოხუმი”, “ყარაბაღი”, “ფლამუნტარი”, “პაფოსი”, თბილისის “დინამო”. ბოლოს კი, როგორც უკვე ვთქვით, გელაშვილი “დილაში” გამოდიოდა.
საჩხერლებისთვის ეს ფეხბურთელი, ტატანაშვილთან და მუმლაძესთან ერთად, მესამე თავდამსხმელი იქნება გუნდში.