ოფიციალურად: პეტრ ჩეხმა ჰოკეის კლუბთან გააფორმა კონტრაქტი

თარიღი: ოქტომბერი 10, 2019

ლონდონის “ჩელსისა” და “არსენალის” ყოფილი მეკარე, პეტრ ჩეხი, საკუთარ შესაძლებლობებს ყინულის ჰოკეიშიც მოსინჯავს. ჩეხმა ფეხბურთელმა უკვე გააფორმა კონტრაქტი ჰოკეის კლუბთან.

როგორც ცნობილი ხდება, ჩეხმა ხელშეკრულება ინგლისის რიგით მეორე დივიზიონის კლუბ “გილფორდ ფენიქსთან” გააფორმა და უახლოეს მომავალში შეუერთდება გუნდს.

“ძალიან მოხარული ვარ, რომ “ფენიქსის” რიგებში თამასის შესაძლებლობა მეძლევა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ახალგაზრდა გუნდს წარმატებების მიღწევაში დავეხმარები.

ფეხბურთში გატარებული ოცი წლის შემდეგ ეს ბრწყინვალე გამოცდილება იქნებაჩემთვის. ჰოკეის ყურება ძალიან მიყვარდა ბავშვობაშიც და ახლაც. იმედი მაქვს, რომ რაც შეიძლება მეტ მატჩს მოვიგებთ,” – აცხადებს ჩეხი.

მსგავსი სიახლეები