ოფიციალურად: ქრის უაილდერმა “შეფილდ იუნაიტედი” დატოვა
“შეფილდ იუნაიტედის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ქრის უაილდერმა კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტი ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე დატოვა.
შეგახსენებთ, რომ ქრის უაილდერმა თავის გუნდთან ერთად “შეფილდი” ინგლისის რანგით მესამე დივიზიონიდან პრემიერ ლიგაში ამოიყვანა. უაილდერის მეთაურობით “ალესილმა ხმალებმა” 100-ზე მეტი მატჩის მოგება მოახერხეს.
“შეფილდის” მწვრთნელობა განსაკუთრებული გამოცდილება იყო, რომელსაც არასოდეს დავივიწყებ. ბედნიერი ვარ, 2016 წელს ასეთი შესაძლებლობა რომ მომეცა. ჩვენ ერთად კლუბის ისტორიაში ყველაზე მაღალი ადგილის დაკავება შევძელით პრემიერ ლიგაში. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ფეხბურთელს, შტაბის წარმომადგენელსა და განსაკუთრებით გულშმატკივრებს მხარდაჭერისთვის,” – განაცხადა უაილდერმა.
აქვე გეტყვით, რომ ქრის უაილდერი “შეფილდ იუნაიტედის” ისტორიაში მეექვსე მწვრთნელი გახდა, რომელიც 200-ზე მეტ მატჩში გაუძღვა გუნდს.