ოფიციალურად: ქუთაისის “ტორპედო” გადარჩა!

თარიღი: თებერვალი 6, 2020

დღეს ქუთაისის მერიაში “ტორპედოთი” დაინტერესებულ იტალიელ ინვესტორ ფაბრიციო მანინოსთან შეხვედრა გაიმართა. ქალაქის მერის, გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, იტალიურ მხარესთან შეთანხმება შედგა და “ტორპედო” ახალ სეზონს ეროვნულ ლიგაში დაიწყებს.

გიორგი ჭიღვარია: “იტალიელ ინვესტორთან შეთანხმება მიღწეულია. “ტორპედოს” პრობლემა გადაჭრილია – პირველი მარტიდან გუნდი ეროვნულ ლიგაში ითამაშებს. დარჩა ტექნიკური საკითხები, რომელიც კლუბის გადაცემასთანაა დაკავშირებული”.

ფაბრიციო მანინო: “აქ ქუთაისის ტორპედოს შესაძენად ვართ. ვისაუბრეთ ქალაქის ხელმძღვანელობასთან, შევთანხმდით პირობებზე და როგორც კი შესაძლებელი იქნება, ხელშეკრულებას გავაფორმებთ. ვგეგმავთ ამბიციური კლუბის შექმნას, რომელიც ეროვნულ ლიგაში საუკეთესო იქნება!”

მსგავსი სიახლეები