ოფიციალურად: რაჯა ნაინგოლანი “ინტერის” ფეხბურთელია

თარიღი: ივნისი 26, 2018

რაჯა ნაინგოლანი ამიერიდან “ინტერის” ღირსებას დაიცავს. ბელგიელმა ნახევარმცელმა მილანურ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

ნაინგოლანმა პროფესიონალური კარიერა “პიაჩენცაში” დაიწყო, საიდანაც “კალიარიში” გადავიდა. 2014 წელს ის “რომას” ფეხბურთელი გახდა. “ჯალოროსიში” გატარებული ოთხი სეზონის შემდეგ, ნაინგოლანმა “ინტერს” მიაშურა.

იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ინტერმა” ნაინგოლანის სანაცვლოდ “რომას” 38 მილიონი ევრო გადაუხადა.

მსგავსი სიახლეები