ოფიციალურად: რობინ ვან პერსიმ საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ჰოლანდიის საფეხბურთო ნაკრების, “არსენალისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა თავდამსხმელმა, რობინ ვან პერსიმ, საფეხბურთო კარიერის დასრულება გადაწყვიტა.
რობინ ვან პერსიმ ფეხბურთელის რანგში უკანასკნელი მატჩი პროფესიონალურ დონეზე ჰოლანდიის ერედივიზიონში კვირას ჩაატარა, როდესაც მისი “ფეიენოორდი” “დენ ჰააგთან” დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელი ფეხბურთელი თავის მშობლიურ კლუბს 2018 წლის იანვარში დაუბრუნდა. 35 წლის ვან პერსიმ მიმდინარე სეზონის 25 მატჩში მიიღო მონაწილეობა და გოლით თავი 16-ჯერ გამოიჩინა.
ვან პერსიმ “ფეიენოორდი” 2004 წელს დატოვა და “არსენალში” გადაბარგა, სადაც პირველივე წელს მოგებული ასოციაციის თასი ერთადერთი ტიტული აღმოჩნდა “ემირეიტსზე” გატარებული რვა წლის მანძილზე.
პრემიერ ლიგის ერთ-ერთ ყველაზე ცივსისხლიან თავდამსხმელად ჩამოყალიბებული ვან პერსი “არსენალის” შემდეგ “მანჩესტერ იუნაიტედს” შეუერთდა და ალექს ფერგიუსონის ხელმძღვანელობით პრემიერ ლიგის ჩემპიონობასაც გაუსინჯა გემო.
Beautiful goodbye 👋#RVPLegend #GioBedankt pic.twitter.com/1J5BDpO7V5
— Feyenoord Rotterdam (@Feyenoord) May 12, 2019