ოფიციალურად: რონალდ კუმანი “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელია

თარიღი: აგვისტო 19, 2020

“ბარსელონას” ამიერიდან რონალდ კუმანი გაწვრთნის. კატალონიურ კლუბსა და ჰოლანდიელ სპეციალისტს შორის შეთანხმება ორწლიან კონტრაქტზე შედგა.

კუმანი “ბარსელონაში” 1998-2000 წლებში მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა. სხვადასხვა დროს ის “აიაქსს”, “ბენფიკას”, “ვალენსიას”, “საუთჰემპტონსა” და “ევერტონს” წვრთნიდა. ბოლოს ის ნიდერლანდების ეროვნულ ნაკრებს ხელმძღვანელობდა. აღსანიშნავია, რომ ჰოლანდიელი “ბარსელონას” ღირსებას მოთამაშის ამპლუაში 1989-1995 წლებში იცავდა.

“ბარსელონა” კუმანს საზოგადოების წინაშე დღეს წარადგენს.

მსგავსი სიახლეები