ოფიციალურად: რონალდინიო “ბარსელონაში” დაბრუნდა

თარიღი: თებერვალი 2, 2017

კატალონიური “ბარსელონას” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ფეხბურთის ბრაზილიელი ლეგენდა, რონალდინიო კვლავ “ბარსელონას” სასარგებლოდ იმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა კატალონიური კლუბის რიგებში 5 წელი ითამაშა – 2003-08 წლებში მან 207-ჯერ მოირგო “ლურჯ-ბროწეულისფერი” მაისური.

ესპანური კლუბის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ: “ბარსელონასა” და რონალდინიოს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე შეგვიძლია გითხრათ, რომ ამიერიდან ის ჩვენი კლუბის წარმომადგენელი იქნება საზღვარგარეთულ ქვეყნებში და ჩვენთვის მნიშვნელოვან ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.

ამასთანავე, რონალდინიო კლუბის მიერ შექმნილი “ლეგენდების პროექტზეც” იმუშავებს და სხვადასხვა საქველმოქმედო მატჩში მონაწილეობის მიღებით “ბარსელონას” ბრენდს კიდევ უფრო პოპულარულს გახდის.”

მსგავსი სიახლეები