ოფიციალურად: რუდი გარსია გათავისუფლებულია
ფრანგი სპეციალისტი დედაქალაქურ კლუბს ტოვებს.
“რომას” ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელობამ რუდი გარსია მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა. მასთან ერთად სამწვრთნელო შტაბს მისი ორი ასისტენტი დატოვებს.
მოგეხსენებათ, 51 წლის ფრანგი რომაულ კლუბს 2013 წლის ზაფხულიდან თავკაცობს. პირველივე სეზონში, სადებიუტო ათი მატჩიდან, მისმა გუნდმა ათივე მოიგო, თუმცა, საბოლოოდ, ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულა.
გარსიას გაშვების გადაწყვეტილება, ბოლო პერიოდში დაფიქსირებული ცუდი შედეგების გამო, იქნა მიღებული. ბოლო ათ მატჩში “რომამ” შვიდჯერ ფრედ ითამაშა, ორჯერ დამარცხდა და მხოლოდ ერთხელ მოიგო.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელ ვარჯიშს რომაელთა ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი, ალბერტო დე როსი ჩაატარებს.
არაა გამორიცხული, “რომას” ახალ მთავარ მწვრთნელად ლუჩიანო სპალეტი ვიხილოთ.