ოფიციალურად: საბა ლობჟანიძე კარიერას თურქეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი საბა ლობჟანიძე კარიერას თურქეთის უმაღლეს დივიზიონში გააგრძელებს. საბა “რანდერსიდან” “ანკარაგიუჯიუმ” გადაიბირა.
დედაქალაქური კლუბი თურქული სუპერ ლიგის 19 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა პოზიციას იკავებს 13 ქულით. არასახარბიელო შედეგების გამო “ანკარაგიუჯიუმ” ათი ფეხბურთელი დაიმატა, რომელთა შორის ერთ-ერთი სწორედ საბა გახლავთ.
შეგახსენებთ, რომ საბა დანიური სუპერლიგის მკვიდრ “რანდერსში” 2017 წლის ზაფხულში გადაბარგდა თბილისის “დინამოდან” თავისუფალი აგენტის სტატუსით.”რანდერსის” მაისურით საბამ დანიის ჩემპიონატის 85 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და საკუთარ ანგარიშზე 28 გოლის დაგროვება შეძლო.
“ყველაფერი 2.5 წლის წინ დაიწყო. ამ კლუბმა ჩემს საფეხბურთო ასპექტებსა და ცხოვრებაზე დიდი გავლენა მოახდინა. მოვიტყუები თუ ვიტყვი, რომ ადვილი არის კლუბის დატოვება, რომელიც ძალიან გიყვარს, მაგრამ ცხოვრებაში გიწევს ხანდახან რთული გადაწყვეტილების მიღება და ახლა ეს დროა.
მადლობა ყველას ვინც გვერდში მედგა და მენდობოდა ამ დროის განმავლობაში: ყველა ფეხბურთელს, მთელ სტაფს და გულშემატკივრებს თანადგომისთვის და თბილი ურთიერთოვისთვის . ყოველთვის იქნება ჩემს გულში რანდერსი და ყოველთვის ვიქნები რანდერსის გულშემატკივარი . ნახვამდის💙 “- ასე გამოემშვიდობა ქართველი ფეხბურთელი დანიურ კლუბს.