ოფიციალურად: “საბურთალო” ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს
დღეს, საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” ოფისში უეფას გენერალური მდივნის, ჯანი ინფანტინოს ხელმოწერით მოვიდა წერილი სათაურით – “Admission to the 2015-2016 uefa youth league”.
ოფიციალურ მიმართვაში ნათქვამია, რომ თბილისურმა კლუბმა დააკმაყოფილა უეფას ყველა მოთხოვნა და უფლება აქვს იუნიორთა ჩემპიონთა ლიგის (19 წლამდელები) ტურნირზე იასპარეზოს.
კლუბის განცხადებით, ხსენებულ ევროტურნირზე თამაში მათთვის დიდი პატივი და გამოწვევაა. თბილისელები იმედოვნებენ, რომ ფეხბურთელები წარმატებით გაართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობას და ქართველ გულშემატკივრებს სანახაობრივ და შედეგიან თამაშებს აჩვენებენ.
ჩემპიონთა ლიგის თამაშები სექტემბრიდან აიღებს სტარტს. ცნობილია, რომ ქართული გუნდი გათამაშებას საკალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს. “საბურთალოს” მეტოქეს წილისყრის შედეგად გაირკვევა.