ოფიციალურად: სანჩესი “იუნაიტედში”, მხითარიანი “არსენალში”
ამიერიდან ალექსის სანჩესი “მანჩესტერ იუნაიტედში” ითამაშებს, ხოლო ჰენრიხ მხითარიანი “არსენალის” ღირსებას დაიცავს. კლუბებმა ფეხბურთელების გაცვლასთან დაკავშირებით შეთანხმებას გასულ დღეებში მიაღწიეს, დღეს კი ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
სანჩესი “იუნაიტედში” 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. რაც შეეხება ახალ კლუბში მხითარიანის ნომერს, ჯერ ის გარკვეული არ არის.
მხითარიანი: “ძალიან მიხარია, რომ აქ ვარ. “არსენალში” თამაშზე ყოველთვის ვოცნებობდი. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ კლუბს ისტორიის დაწერაში დავეხმარო.”
სანჩესი: “მიხარია, რომ მსოფლიოს უდიდეს კლუბში გადმოვედი. “არსენალში” ლამაზი წლები გავატარე, კლუბთან და ფანებთან კი მხოლოდ დადებითი მოგონებები მაკავშირებს. ძალიან მეამაყება ის ფაქტი, რომ “იუნაიტედის” ისტორიაში პირველი ჩილელი ფეხბურთელი ვიქნები.”