ოფიციალურად: საქართველო – ბელარუსის მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდება

თარიღი: ოქტომბერი 5, 2020

8 ოქტომბერს, საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებებს შორის გასამართი შეხვედრა უმაყურებლოდ ჩატარდება. ამის შესახებ განცხადება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გამოაქვეყნა.

“5 ოქტომბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა საქართველო – ბელარუსს შორის გასამართ ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალურ მატჩზე გულშემატკივართა დასწრების საკითხზე იმსჯელეს. სხდომას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ესწრებოდა.

მოგეხსენებათ, რომ უეფას აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის ოქტომბრიდან ორგანიზაციის წევრი ქვეყნები თავად იღებენ გადაწყვეტილებას ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით უეფას ეგიდით გასამართ სანაკრებო და საკლუბო მატჩებზე გულშემატკივართა შეზღუდული რაოდენობით დასწრების შესახებ.

თბილისის “დინამო არენას” ტევადობიდან გამომდინარე, სტადიონზე მაყურებლის საერთო რაოდენობის 30%-იც კი, დაახლოებით 16 000 გულშემატკივარს შეადგენს.

როგორც საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, ათასობით გულშემატკივრის თავშეყრა ერთ სივრცეში, განსაკუთრებულ ეპიდემიოლოგიურ რისკებთან არის დაკავშირებული, შესაბამისად, ეპიდემიოლოგების, ჯანდაცვის სპეციალისტების რეკომენდაციით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ 8 ოქტომბერს თბილისის “დინამო არენაზე” საქართველოსა და ბელარუსის ეროვნულ ნაკრებთა მატჩი გაიმართება მაყურებლის გარეშე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალურ შეხვედრაში ბელარუსს დაუპირისპირდება. მატჩი 8 ოქტომბერს 20:00 საათზე თბილისის “დინამო არენაზე” გაიმართება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის პრიორიტეტულია თითოეული გულშემატკივრის, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, ამიტომ, მოვუწოდებთ საქართველოს ეროვნული ნაკრების ქომაგებს, ამ ისტორიული შეხვედრისას სახლიდან უგულშემატკივრონ საყვარელ გუნდს.
მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“რეალი”, “ბარსელონა” და კიდევ 2 კლუბი ესპანეთის მთავრობისგან უკანო

მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა, რომ ოთხი ესპანური საფეხბურთო კლუბი საგადასახადო შეღავათების სახით სახელმწიფო დახმარებას უკანონო [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

გარდაიცვალა საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი თენგიზ სიჭინავა

48 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი თენგიზ სიჭინავა. სიჭინავამ კარიერა 1990 წელს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეს უნდა ნახოთ – ორიგინალურად შესრულებული კუთხური ჩეხეთის თასზე (ვიდეო)

3 მარტს, ჩეხეთის თასზე პრაღის “სლავიამ” საკუთარ მოედანზე მესამე ლიგაში მოასპარეზე კარლოვი ვარის “სლავია” მიიღო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რატომ არ ქორწინდება იბრაჰიმოვიჩის ორი შვილის დედა ზლატანზე?

“მილანის” თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ჰელენა სეგერი უკვე 19 წელია, ერთად არიან, წყვილს ორი შვილიც […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბენზემა: “მე მხოლოდ ერთი მეგობარი მყავს”

მადრიდის “რეალის” თავდამსხმელმა, კარიმ ბენზემამ ინტერვიუ მისცა ჟურნალ ICON-ს, სადაც საფეხბურთო და პირად საკითხებზე ისაუბრა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რომელ კლუბში სურს კარიერის გაგრძელება ერლინგ ჰოლანს?

ავტორიტეტული გერმანული გამოცემა “ბილდი” იუწყება, რომ დორტმუნდის “ბორუსიას” თავდამსხმელ ერლინგ ჰოლანს კარიერის გაგრძელება მადრი...
წაკითხვა
ფეხბურთი

სქოულზი: “გრილიშმა “ასტონ ვილა” სასწრაფოდ უნდა დატოვოს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდამ, პოლ სქოულზმა, პრესასთან საუბრისას ჯეკ გრილიშს შეაქო და მას ევროპის ტოპ კლუბში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სად შეიძლება ჩატარდეს მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატი?

ფიფას მიერ ორგანიზებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთის ყველაზე დიდი ტურნირია, რომელიც 1930 წლიდან ყოველ 4 წელიწადში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რაკიტიჩი მესის: “მე მაქვს ტიტული, რომელსაც შენ ვერასოდეს მოიგებ”

“სევილიას” ვარსკვლავმა, ივან რაკიტიჩმა, პრესასთან საუბრისას მესისთვის ნათქვამი ხუმრობა გაიხსენა. ხორვატ ფეხბურთელს “კამპ ნოუზე”...
წაკითხვა
ფეხბურთი

სად გაიმართება “ლივერპულისა” და “ლაიფციგის” მატჩი?

უნგრეთის ფეხბურთის ფედერაცია ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც “ლივერპულსა” და “ლაიფციგს” შორის გასამართი შეხვედრა კვლ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონამ” “სევილიას” ბრწყინვალე ქამბექი შეუსრულა (ვიდეო)

კატალონიის “ბარსელონამ” 3 მარტს საკუთარ კედლებში “სევილია” მიიღო და ძალიან რთული დავალების შესრულებას შეუდგა. კოპა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ჩემგან რა გინდა? მოკეტე!” – რეშფორდისა და მაგუაირის შელაპარაკება “

3 მარტს, ინგლისის პრემიერ ლიგის 29-ე ტურში “კრისტალ პალასმა” საკუთარ მოედანზე “მანჩესტერ იუნაიტედი” მიიღო და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დემბელეს ულამაზესი გოლი “სევილიას” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Dembele literally had a 10-mins shooting practice and scored this banger😍Keeper didnt stand […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნინუას ეფექტური გოლი კაგავას დაგორებით (ვიდეო)

საბერძნეთის თასზე ნიკა ნინუას “პაოკმა” “ლამიასთან” განმეორებით მატჩში 1-1 ითამაშა. შეხვედრის მე-13 წუთზე შინჯი კაგავამ [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

ძალიან შეცვლილია – როგორ გამოიყურება გონსალო იგუაინი ამჟამად (ფოტო)

MLS-ის გუნდებმა 2021 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყეს. “ინტერ მაიამის” პირველ ვარჯიშზე გონსალო იგუაინის გარეგნობამ დიდი […]...
წაკითხვა