ოფიციალურად: “შალკემ” ბადშტუბერი ინათხოვრა
გელზენკირხენულმა “შალკემ” მიუნხენის “ბაიერნის” მცველი, ჰოლგერ ბადშტუბერი ინათხოვრა. “შალკეს” ოფიციალური საიტის მიერ დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, 27 წლის მცველი მათი კლუბის ღირსებას სეზონის ბოლომდე დაიცავს.
“ბაიერნის” ძვირფასო გულშემატკივრებო, თქვენ ყოველთვის გჯეროდათ ჩემი, თქვენს სიყვარულს ყოველთვის გულით ვატარებ, სადაც არ უნდა ვიყო. მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის.
მომავალს ყოველთვის იმედის თვალით შევყურებდი და ახლაც ასე ვარ. მოუთმენლად ველოდები იმ დროს, როდესაც ჩემი ახალი გუნდის დახმარების შანსი მომეცემა.” – განაცხადა ბადშტუბერმა.
ცნობისთვის გეტყვით იმასაც, რომ გერმანელი ფეხბურთელის პროფესიონალური დებიუტი 2009 წლის 8 აგვისტოს შედგა, “ჰოფენჰაიმთან” მატჩში. მას შემდეგ, ბადშტუბერმა “რეკორდმაისტერის” მაისურით 118 მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე – 37.