ოფიციალურად: შვაინშტაიგერი MLS-ში ითამაშებს
თარიღი: მარტი 21, 2017

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი, ბასტიან შვაინშტაიგერი ამერიკულ MLS-ში მოასპარეზე “ჩიკაგოში” ითამაშებს.
კლუბებმა გერმანელ ფეხბურთელთან დაკავშირებით შეთანხმებას უკვე მიაღწიეს. შვაინშტაიგერი “ჩიკაგოს” მომდევნო კვირაში შეუერთდება.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვეტერანი ნახევარმცველი კონტრაქტს 1+1 სისტემით გააფორმებს, 2017 წელს კი გარანტირებულ 4.5 მილიონ დოლარს მიიღებს.
“ჩიკაგოს” ხელმძღვანელებს უკვე ვესაუბრე. მათ თავიანთი მიზნის შესახებ მიამბეს. მინდა, რომ “ჩიკაგოს” წარმატების მიღწევაში დავეხმარო”, – განაცხადა გერმანიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა.
შეგახსენებთ, რომ შვაინშტაიგერი “მანჩესტერ იუნაიტედში” 2015 წელს, მიუნხენის “ბაიერნიდან” გადავიდა.
მსგავსი სიახლეები